|
„ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის“ ვებ-გვერდის www.book.gov.ge პრეზენტაცია. |
|
2010 წლის 16 ივნისს საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის“ ვებ-გვერდის www.book.gov.ge პრეზენტაცია. „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის“ მიზანია სხვადასხვა პროექტის საშუალებით ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურისა და წიგნის პოლულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. აღნიშნული ვებ-გვერდი ამ პროცესის საჯაროობას და გამჭვირვალეობას შეუწყობს ხელს და საზოგადოებას პროგრამის მუშაობის შესახებ მეტად ინფორმირებულს გახდის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ გამოაცხადა მთარგმენლობითი კონკურსი, რომელიც უცხოური და ქართული გამომცემლობებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს, როგორც ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნასა და გამოცემას, ასევე უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის და გამოცემის ხელშეწყობას.
|
|
|
თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი |
|
2010 წლის 18-21 მაისს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ფილარმონიაში თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი გამართა. წელს ფესტივალზე 80-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი. მათ შორის: ქართული გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, ინსტიტუტები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>
|
|
გვერდი 3 (3–დან) |