|
2012 წლის 22-23 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მასპინძლობს ლიტერატურულ ფორუმ–დიალოგს გამომცემლებისთვის მთარგმნელებისა და მწერლებისთვის. ფორუმ-დიალოგის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები საგამომცემლო და ლიტერატურულ სფეროში. ფორუმში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი გამომცემლები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, თურქეთი, სლოვენია, იტალია, შვეიცარია, ავსტრია).
ლიტერატურული ფორუმ–დიალოგი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
|
|
|
17 მაისს, 18:00 გ. ლეონიძის სახელობის მუზეუმში გაიმართება თანამედროვე ქართველი ქალი მწერლების ნაწარმოებების გერმანული თარგმანების პრეზენტაცია. თარგმანები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხადაჭერით განხორციელდა.
|
|

2012 წლის 23 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება კრებულის „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია“. წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ამერიკული გამომცემლობა Dalkey Archive Press-ის მიერ აშშ-ში. გამოცემის ოფიციალური პრეზენტაციას 2012 წლის 10 მაისს ქ. ვაშინგტონში კონგრესის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
ანთოლოგიაში შესულია 20 თანამედროვე ქართველი ავტორის ნაწარმოებების თარგმანები (გ. დოჩანაშვილი, ნ. შატაიძე, ლ. ბუღაძე, ზ. ბურჭულაძე, მ. მიქელაძე, მ. ბექაური, ზ. სამადაშვილი, თ. დოლენჯაშვილი და ა.შ.).
|
|
2012 წლის 15-18 მარტს ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. ქართველ გამომცემლებთან ერთად ბაზრობაზე გაემგზავრა სამი ქართველი ავტორი - ზურაბ ლეჟავა, ანა კორძაია-სამადაშვილი და თამთა მელაშვილი.
ქართველმა მწერლებმა 15, 16 და 17 მარტს წიგნის ბაზრობის სპეციალურ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა და გერმანელი გამომცემლებისა და სტუმრებისთვის თავიანთი ნაწარმოებები წაიკითხეს.
ქართველ ავტორებს მოდერაციას უწევდა გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე. ამასთანავე, ბაზრობაზე გაიმართა თამთა მელაშვილის წიგნის „გათვლა“ გერმანული თარგმანის პრეზენტაცია (შვეიცარიული გამომცემლობა Unionsverlag). აღნიშნული წიგნის გერმანულ ენაზე თარგმნა და გამოცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2012 წელს განხორციელდა. ლაიფციგის წიგნის ბაზრობას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. |
|
წელს საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე სპეციალური ფორმატით წარსდგა. პრეზენტაცია Have a look at Georgia, რომელიც საქართველოს ეროვნულ სტენდთან 12 ოქტომბერს გაიმართა, არაერთი უცხოელი გამომცემელი, ექსპერტი, მთარგმნელი, თუ ლიტერატურული აგენტი თანამედროვე ქართული ლიტერატურის გარშემო გააერთიანა. პრეზენტაციაზე სიტყვით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუაც გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის შესახეებ ესაუბრა.
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>
|
|
გვერდი 1 (3–დან) |